English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თამილა ნუცუბიძე
როგორ გავლენას ახდენს არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმება სოციალურ პოლიტიკაზე?

10.36172/EKONOMISTI.2021.XVIII.01.Tamila.Nutsubidze

რეზიუმე

ნაშრომში "როგორ გავლენას ახდენს არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმება სოციალურ პოლიტიკაზე?" ავტორი იკვლევს თუ როგორ აისახება დასაქმებების აღნიშნულ ფორმებთან დაკავშირებული გამოწვევები განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების საჯარო პოლიტიკაზე. მსოფლიოს მუშაკთა სამოცდაათი პროცენტი ჩართულია არაფორმალურ სექტორში ან /და იყენებს დასაქმების არაფორმალურ ფორმებს. არაფორმალური დასაქმება არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებას არაფორმალურ სექტორში საგადასახადო რეგულაციების მიღმა, არამედ, გულისხმობს ასევე დასაქმებას ფორმალურ, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში. თუმცა ასეთ შემთხვევაში, მუშაკებს შეზღუდული აქვთ წვდომა სოციალური დაზღვევის და სოციალური უზრუნველყოფის კერძო თუ სახელმწიფო (ჯანდაცვის, უმუშევრობის, საპენსიო, და სხვა) მომსახურებაზე და შესაბამის ბენეფიტებამდე. მსგავსად, არასტანდარტული დასაქმება (დროებითი, არა სრულ განაკვეთიანი, სეზონური, და სხვა) რომელიც განსაკუთრებით ჭარბად არის წარმოდგენილი განვითარებულ ქვეყნებში, არის შინაარსობრივად მსგავსი არაფორმალურის რადგან ზღუდავს მუშაკებს სრულად ისარგებლონ სოციალური დაზღვევით და უზრუნველყოფით. ამის მიზეზი მრავალია და მოიცავს მათ შორის რეგულაციების თავისებურებებს, და რაც მთავარია, ხშირად მუშაკთა მცირე და არარეგულარულ შომოსავლებს. კვლევის შედეგები ადასტურებენ რომ არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმების გავლენა საჯარო პოლიტიკაზე მრავალმხრივია; ის მოითხოვს რიგი სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განვითარებას და შესაბამისი ხარჯების ზრდას. საკითხი განსაკუთრებით რთულია რადგან რიგი დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების სოციალური პოლიტიკის გაძლიერება დაკავშირებულია საჯარო ფინანსების მდგრადობასთან საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.